პროექტის მთავარი იდეა:
გიორგი სააკაძის როლის შეფასება ჩვენი ქვეყნის
ისტორიაში.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები
გაეცნობიან გიორგი სააკაძის
ცხოვრებას, მოიპოვებენ დამატებით
ინფორმაციას, გააკეთებენ პრეზენტაციას.
პროექტის მიზანი:
ისტორიულ წყაროებზე მუშაობა და
კვლევის უნარის გამომუშავება,
კვლევითი მუშაობის ძირითადი
ელემენტების დაჯგუფება, კომუნიკაციისა
და თანამშრომლობის უნარის
განვითარება.
მოსწავლეთა
ასაკი: 16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 90 წუთი.
პროექტის შედეგები: პრობლემის გააზრების ძიების გეგმის შედგენისა
და აუცილებელი ლიტერატურის
გამოყენების შემდეგ მოსწავლეები
დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას.
წყაროთა ანალიზმმა მოსწავლეები
უნდა მიიყვანოს პრობლემის
გააზრებამდე და გააკეთონ
დასკვნა თუ რას ასწავლის
მათ გიოღგი სააკაძის
ისტორიული მაგალითი, რა გამოცდილებას
აძლევს ჩვენი დიდი წინაპრის ესოდენ
გამორჩეულლი და ტრაგიკული
ბედი, რა უნდა ავიღოთ ამ გამოცდილებიდან და რა არა. თუ რა დასკვნას გააკეთებენ
21 -ე საუკუნის მოსწავლეები ეს მათი არჩევანია და წინასწარი პროგნოზებისგან თავს შევიკავებ.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფურცლები, ტექნოლოგიური რესურსი.
პროექტის მსვლელობა:
[ძირითადი აქტივობები: წყაროების განხილვა, დისკუსია.]
მოსწავლეები
აფასებენ გიორგი სააკაძის
მოღვაწეობას, სახელმძღვანელოში შეტანილი
დოკუმენტები შეიძლება გამოიყენონ
როგორც შემავსებელი და გამამდიდრებელი წყარო, საშუალება მოსწავლეთა
დამოუკიდებელი, კვლევითი უნარი ჩამოყალიბებისათვის.
ძიების გეგმა მოცემულ
შემთხვევაში შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს;
ა] გიორგი სააკაძის
ფიზიკური დახასიათება.
ბ] გიორგი სააკაძის გონებრივი
შესაძლებლობები.
გ] გიორგი სააკაძის
მიღვაწეობის შედეგები საქართველოს
ისტორიაში.
დ] გიორგი სააკაძის როლის შეფასება
ჩვენი ერის, ირანისა
და ოსმალეთის ისტორიაში.
ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ისტორია
ისტ.XI.3. მოსწავლეს
შეუძლია სახელმწიფოს რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს სახელმწიფოს სოციალური ორგანიზაციის სხვა
ფორმებს; მსჯელობს მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა
და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას
და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
·
თანაკლასელების ჯგუფთან
ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო
პოლიტიკური კურსის შედეგებზე (მაგ., ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება);
პროექტის ხელმძღვანელი:
მარინა ყიფშიძე.
ელ.ფოსტა: kipshidzemarina@gmail.com
.
No comments:
Post a Comment